ჟურნალისტის შიმშილობიდან თითქმის 1 თვის შემდეგ დღეს მზია ამაღლობელთან ექიმთა კონსილიუმი შევა. სხვადასხვა სპეციალობის 4 მედიკოსისგან კონსილიუმი სახალხო დამცველმა შექმნა. ისინი, დაპატიმრებულ ჟურნალისტს მოინახულებენ და მის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლიან, რის შემდეგაც, ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენს.
საიამ ჯერ კიდევ 2 თებერვალს მიმართა სახალხო დამცველს და კონსილიუმის შექმნა მოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულფასოვან კვლევებსა და შეფასებას დაუყოვნებლივ საჭიროებს. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი უკვე 27 - დღეა შიმშილობს.
საქართველოს პროკურატურა ბიზნესმენ გი...
გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფ...
პოლიციამ გორში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ს...
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გე...
მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღ...
Mana press